როდის შეძლებთ 1 200-ლარიანი ფინანსური დახმარების მიღებას სახელმწიფოსგან? - Palitra News

როდის შეძლებთ 1 200-ლარიანი ფინანსური დახმარების მიღებას სახელმწიფოსგან?

2021-01-15 11:32:36+04:00

მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარების თოაბაზე განაცხადების მიღება 20 იანვრამდე გაგრძელდება, ხოლო 28 იანვროდან ფინანსური დახმარების გაცემა დაიწყება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დახმარება 6 თვის განმავლობაში 1200 ლარს მოიცავს.

გიორგი გახარიამ მოქალაქეებს მოუწოდა, შესაბამისი განაცხადი დროულად გაკეთონ.