იუსტიციის მინისტრის გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, 11 იანვარს კორონავირუსზე PCR ტესტირება ქუთაისის #2 პენიტენციური დაწესებულების 883 პატიმარს ჩაუტარდა, საიდანაც კოვიდ დადებითი მხოლოდ 1 პატიმარი აღმოჩნდა.
როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 12 იანვარს ასევე ტესტირება ჩაუტარდა რუსთავის #6 პენიტენციურ დაწესებულებას, თუმცა, შედეგები, ჯერჯერობით, არ არის ცნობილი.