დონალდ ტრამპმა 8 ჩინური აპლიკაციის აკრძალვის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი - Palitra News

დონალდ ტრამპმა 8 ჩინური აპლიკაციის აკრძალვის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი

2021-01-06 12:09:11+04:00

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას 8 ჩინური აპლიკაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.

BBC-ის ცნობით, ბრძანება ეხება პოპულარულ გადახდის პლატფორმებს Alipay-ს, QQ Wallet-სა WeChat pay-ს, ასევე Tencent QQ-ს, CamScanner-ს, SHAREit-ს, VMate-სა და WPS Office-ს. ბრძანებაში, რომელიც ძალაში 45 დღეში შევა, აღნიშნულია, რომ აპლიკაციები იკრძალება, რადგან ისინი საფრთხეს უქმნიან აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას.

პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ პერსონალურ ელექტრონულ მოწყობილობებზე წვდომის საშუალებით, როგორიცაა სმარტფონები, ტაბლეტები და კომპიუტერები, ჩინურ პროგრამულ აპლიკაციებს შეუძლია მიიღონ უზარმაზარი ინფორმაცია მომხმარებლებისგან, მათ შორის სენსიტიური პირადი ინფორმაცია.