საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს.
დიპლომატიური უწყება საქართველოს მოქალაქეებს შეახსენებს რომ ბრიტანეთში 5 იანვრიდან კოვიდ განგაშის სისტემის მეხუთე დონე ამოქმედდება, რაც მნიშვნელოვან შეზღუდვებს მოიცავს, კერძოდ მოქალაქეები უნდა დარჩნენ სახლში გამონაკლისის გარდა, დახურულია სტუმართმოყვარეობის სექტორი; ყველა ორგანიზაციას რომელსაც შეუძლია დისტანციურად მუშაობა გადადის დისტანციურ საქმიანობაზე, ყველა სახის სავაჭრო ობიექტი, გამაჯანსაღებელი და გასართობი ცენტრი დახურულია; საგანმანათლებლო დაწესებულებები და სკოლები გადადიან ონლაინ სწავლების რეჟიმში თებერვლის შუა რიცხვებამდე.
გამონაკლისის სახით, სკოლები ღია იქნება მხოლოდ განსაკუთრებული პროფესიის მქონე ადამიანების შვილებისთვის.
როფორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ბრიტანეთში მიდმინარეობს საყოველთაო ვაქცინაცია რაზეც დამოკიდებული იქნება თებერვლის შუა რიცხვებამდე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება.