პარლამენტი "პატრიოტთა ალიანსის" სიის სამი წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე დღეს იმსჯელებს - Palitra News

პარლამენტი "პატრიოტთა ალიანსის" სიის სამი წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე დღეს იმსჯელებს

2021-01-05 09:02:38+04:00

"პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქანაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე პარლამენტი დღეს რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებს. სხდომას "პატრიოტთა ალიანსის" სამივე წევრი დაესწრება.

შეგახსენებთ, დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დეპუტატის ადგილმონაცვლეობაზე თანხმობის შესახებ მიმართეს. საკანონმდებლო ორგანომ გუშინ პატრიოტების სამ დეპუტატს ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.

“პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო სია არ ჩაუხსნია. პარტიის სიით პარლამენტში შევიდა და მანდატზე უარის თქმას არ აპირებს ავთანდილ ენუქიძე.