საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ინაშვილის, ლომიასა და თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი ცნობად მიიღო - Palitra News

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ინაშვილის, ლომიასა და თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი ცნობად მიიღო

2021-01-04 12:03:33+04:00

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა “პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა და ცნობად მიიღო. კომიტეტის დასკვნა გადაწყვეტილების მისაღებად სესიაზე გავა.

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, კომიტეტის აპარატმა დაადგინა გამოხატავდა თუ არა ეს განცხადებები მათ ნებას. მისივე თქმით, სამივე წევრმა დაადასტურა, რომ განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არის მათი ნების გამოხატულება. შესაბამისად, ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ საკითხი მიეწოდება ბიუროს და შემდეგ გავა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ცნობისთვის, “პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო სია არ ჩაუხსნია, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები კი, შესაძლოა პარლამენტში შევიდნენ. სწორედ ამის გამო, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხის განხილვა