ახალი წელი კოკა კოლას სარეკლამო კამპანიის გარეშე ალბათ ბევრი ქვეყნისთვის წარმოუდგენელია, 23 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში, როდესაც სიცივე უშუქობა და შავ-თეთრი ტელევიზორები და გარეთ მართლაც ყველაფერი ნაცრისფერი იყო, ამ დროს გამოანათა კოკალოლას სატვირთომ, რომელსაც საათობით ფანჯრებზე ატუზულო ბავშვები ელოდებოდნენ, ეს იყო როგორც დიდების ასევე პატარების დღესასწაული. 1997 წლიდან დღემდე კოკაკოლა ახალწელს განსაკუთრებულია, ის თითქოს იმ ბავშვს აღვიძებს ყველა ადამიანში რომელიც დაივიწყეს
კომპანიის საშობაო რეკლამებს 100 წელი შეუსრულდა, მისი ახალი კამპანია კი მთლიანად 2020 წელზეა მორგებული.
ახალი კამპანიის სახელი "წერილია", რომლითაც კოკა-კოლა მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ ამ არდადეგებზე გარშემომყოფები გაახარონ იმით, რაც მხოლოდ მათ შეუძლიათ — საკუთარი თავით და მათ გვერდით ყოფნით. სწორედ პანდემიის გამო, წელს კომპანია ცნობილი, მუსიკალური სატვირთოების ტურს აუქმებს და კორონავირუსის გამო, მოქალაქეებს საშობაო არდადეგებზე სახლში დარჩენას ურჩევს.
კოკა-კოლის ისტორია 1886 წლიდან ატლანტაში, მოყვარული ქიმიკოსის-ჯონ პემბერტონის სახლის უკანა ეზოში დაიწყო, ჯონი-ყოფილი ამერიკელი კავალერისტი, იმ პერიოდში უსამსახუროდ დარჩენილი, იძულებული გახდა თავის სარჩენად რაიმე მოეფიქრებინა. გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდობიდან ქიმიური ცდებით იყო გატაცებული, ატლანტაში პატარა ფარმაცევტული კომპანია გახსნა.
ერთ მშვნერიენ დღეს, 1886 წლის 8 მაისს, ჯონმა ახალი სიროფი მოხარშა, ცნობილია, რომ მას თავის ტკივილები, კერძოდ შაკიკი აწუხებდა და სითხე განსაკურნად შექმნა. მან ერთმანეთში აურია წითელი ღვინო და ტროპიკულ მცენარე კოლას თესლისგან გამოწურული ზეთი (რომელიც შეიცავდა კოფეინს და თეობრომიდს), სიროფი საკმაოდ გემრიელი გამოვიდა. ჯონმა მას წყალიც დაამატა და საღამოს სარეკლამო ლოზუნგის ფონზე: „არაჩვეულებრივი, მატრონიზირებული, გამაჯანსაღებელი სასმელი, რომელსაც შეუძლია ნერვული გაღიზიანების, თავის ტკივილის, ნევრალგიის, ისტერიის, მელანქოლიის განკურნება“ 5ცენტად გაყიდა. თავიდან კოკა-კოლას ყოველ დღე ყიდულობდა საშუალოდ სულ 9 ადამიანი.
ერთხელაც ფარმაცევტმა შემთხვევით სიროფი წყლის ნაცვლად, გაზიანი წყლით განაზავა, სასმელმა მოწონება დაიმსახურა და „პემბერტონის ტონიკის“ სახელწოდებით გაითქვა სახელი, მისი გაყიდვა მალე მაღაზიებშიც დაიწყეს. ჯონის ფარმაცევტული კომპანიის ბუღალტერმა ფრენკ რობინსონმა მას ახალი სახელი „კოკა-კოლა“ მოუფიქრა და ლამაზი კალიგრაფიის გამო წარწერის ლოგოტიპიც შეუქმნა, რომელიც დღემდე პირვანდელ სახეს ინარჩუნებს.
სასმელმა იმ პერიოდში დიდი მოგება ვერ მოიტანა, ამიტომ შემქმნელმა 1888 წელს მისი გამოშვების უფლება 1750 დოლარად გაყიდა, თავად კი ცხოვრება სიღარიბეში, პოპულარობაზე ამაო ოცნებით დაასრულა.
გარკვეული პერიოდის შემდგეგ გამოჩნდა ღარიბი ირლანდიელი ემიგრანტი ეიზა კენდლერი, რომელსაც თავის ტკივილები კოკა კოლამ დაუამა და გადაწყვიტა მისი შესყიდვა, გამართლების დიდი რწმენით მოახერხა გარკვეული კაპიტალის დაგროვება და კოკა-კოლის რეცეპტი იყიდა
1893 წლის 31 იანვარს მან The Coca-Cola Company” დააფუძნა ეიზი დიდ ყურადღებას ანიჭებდა რეკლამას, ყოველტვის თანამშრომლობდა პრესასთან, რეკლამა იყო ყველგან რესტორნებში, მაღაზიის ვიტრინებზე, ტრანსპორტზე. 1894 წლიდან „კოკა-კოლა“ უკვე ბოთლებში ჩამოასხეს.
1909 წლისთვის სასმელს უკვე მსოფლიოს 90% იცნობდა.
კომპანია მთელი თავისი არსებობის მანძილზე და დღემდე უდიდეს ყურადღებას უთმობდა და უთმობს რეკლამას, მან ისიც კი მოახერხა რომ სანტა კლაუსს სამოსის ფერი შეუცვალა ალბათ ბევრმა არ იცის რომ ადრე სანტას არ ეცვა წითელი ფერის კოსტუმი. 1931 წელს კომპანიამ ამერიკელ მხატვარს-ჰადსონ სუნდბლომს დაუკვეთა თეთრი-წითელი ფერის სამოსის დიზაინის შექმნა, მხატვარი ბევრი ფიქრის შემდეგ სანტას სახეს თავისი ავტოპორტრეტის სახით ხატავს, მისი შექმნილი კოსტუმი კი დღემდე პოპულარული რჩება. „კოკა-კოლა“ ყოველთვის გამოირჩეოდა საახალწლოდ შემოთავაზებული სარეკლამო რგოლებით, ბევრ ადამიანში ახალი წელი პირველ რიგში სწორედ „კოკა-კოლის“ რეკლამასთან ასოცირდება.
60-იან წლებს, „კოკა-კოლას“ საკულტო ქილები შექმნა ენდი ვარჰოლმა,. 1928 წელს პეისტპუგში დაბადებული ენდი ჟურნალის გამფორმებლად, ილუსტრატორად მუშაობდა “Vogue”, “The new Yorker” და “Harper’s Bazaar”- ისთვის. კოკა-კოლის ქილების ხატვა იყო რამაც მის წარმატებაზე გავლენა მოახდინა, ენდი ამით ამტკიცებდა რომ ხელოვნება იყო ყველგან, ყოველდღიურად და ყველა ნივთში...
მალე მთელმა მსოფლიომ იგრძნო რომ კოკა კოლა გაცილებით მეტი იყო ვიდრე უბრალოდ ლიმონათი, ის იყო სასმელი რომელსაც სახლის მეგობრობის ბედნიერების და ერთად ყოფნის გემო ჰქონდა, ამიტომ ქენდლერი ცდილობდა კოკა კოლა ყოფილიყო ყველგან სადაც ხალხს ემოციური მხარდაჭერა დასჭირდებოდათ, ამის საუკეთესო მაგალითი იყო მეორე მსოფლიო ომი სადაც ამერიკელმა ჯარისკაცებმა კოკა კოლა ინატრეს, რომლებიც ცერდნენ რომ კოკა კოლას თიოთოეულ ყლუპს შინდაბრუნების გემო ჰქონდა.
ამას მოჰყვა კიდევ უფრო დიდი ემოცია რომელმაც მთელი მსოფლიო ერთ ვიდეოში გააერთიანა
მინდა მსოფლიოს ვაჩუქო სახლი რომელსაც სიყვარულით ავავსებთ ამ სიტყვები იწყებოდა სიმღერა რომელსაც უვე მთელი სამყარო ღიღინებდა.
რეკლამა გადაღებულია მანზიანაში (იტალია). ფოკუსი გვიჩვენებს გორაკზე გვერდიგვერდ მდგომი განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის ახალგაზრდების სახეებს, რომლებიც კოლას ბოთლით ხელში “I’d Like to Buy the World a Coke”-ს მღერიან.რეკლამის მიზანია, წარმოგვიდგინოს კოკა-კოლა არა მხოლოდ როგორც სასიამოვნო გაზიანი სასმელი, არამედ როგორც მსოფლიოში მშვიდობისა და ერთა ერთობის კრედო.
კოკა კოლას რეკლამა ახალი წლის დადგომასთან ერთად ყოველთვის გვახსენებს რომ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ერთად ყოფნა, გვახსენებს მათ ვინც გვიყვარს და გვენატრება, მათაც ვინც უნებურად დავივიწყეთ, ყოველთვის გვაფიქრებინებს რომ სასწაულები ხდება და 12 საათზე ყველამ აუცილებლად უნდა ჩავიფიქროთ!