ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი მოკლული გენერლის ყასემ სულეიმანის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე შურისძიებაზე საუბრობს. როგორც ჰასან რუჰანმა განაცხადა, ირანს ჯერ საბოლოოდ არ უძიებია შური, ვიდრე ამერიკელების რეგიონში ყოფნა არ დამთავრდება. „თქვენ მოკვეთეთ ჩვენს გენერალს ხელი და ჩვენ ფეხი უნდა ამოგიკვეთოთ ამ რეგიონიდან. მანამდე, ვიდრე თქვენ ამ რეგიონში ხართ, ჩვენ საბოლოოდ არ გვიძიებია შური. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ტრამპიზმის ერა მანამდე დასრულდა, ვიდრე სულეიმანის მოწამეობრივი სიკვდილიდან წლისთავი შესრულდება“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, იანვარში, აშშ-ის სამხედროების მიერ ბაღდადის აეროპორტში განხორციელებული ოპერაციის დროს, ირანელი სამხედრო მაღალჩინოსანი ყასემ სულეიმანი დაიღუპა.