დავით ნარმანია - ტარიფზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღეთ - Palitra News

დავით ნარმანია - ტარიფზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღეთ

2020-12-29 16:00:34+04:00

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო. როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანიები კომისიის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან, რადგან ტარიფის ზრდა კიდევ უფრო მეტად არ მოხდა.

რაც შეეხება საკითხს, თუ რამ განაპირობა ტარიფების ზრდა, დავით ნარმანია რამდენიმე მიზეზზე საუბრობს და მათ შორის პანდემიის გავლენასაც ასახელებს.