კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. მოღებულია ჰეროინის შემცველი ერთი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება.
სამართალდამცველებმა ბრალდებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოში დააკავეს. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, სავარაუდოდ, სარეალიზაციოდ გამიზნული ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის" შემცველი ერთი კილო ნარკოტიკი ამოიღო.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.