ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" გამგეობის ბრიფინგს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს იყო PVT-ში დაშვებული სიყალბის კიდევ ერთი აღიარება, თუმცა ორგანიზაციისგან გაკეთდა სუსტი განმარტება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სწორედ ცესკოს შედეგების აცდენა PVT-ის შედეგებთან გახდა ოპოზიციის მიერ არჩევნების გაყალბების მტკიცების მთავარი საყრდენი. მისივე თქმით, ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ერთი თვის მანძილზე მალავდა ხარვეზს.
ირაკლი კობახიძის თქმით, პარტიის ამოცანაა, სრულად მოედინოს ნათელი იმ ორი სიყალბის რეალურ მიზეზებს, რომელიც რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის მთავარ საყრდენად იქცა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" მიზანია მაქსიმალურად შეუწყონ ხელი "სამართლიანი არჩევნების" შელახული რეპუტაციის აღდგენას და ორგანიზაციის ახალ ხელმძღვანელთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის არიან მზად.