„პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შესვლას გეგმავს. როგორც ენუქიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას გვერდით ქუჩაში დგომას არ აპირებს. მისივე თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ შიგნით მისი გადაწყვეტილების შესახებ ყველამ იცოდა.
ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსს" 4 მანდატი აქვს მოპოვებული. პარტიული სიის სამმა წევრმა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს უკვე მიმართა.