დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადადგილებისა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა 2 იანვრამდე ძალაში რჩება - Palitra News

დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადადგილებისა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა 2 იანვრამდე ძალაში რჩება

2020-12-22 13:44:24+04:00

24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე დიდ ქალაქებში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში ფოთსა და თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება. ასევე კვლავ აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.

შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.