"ნაციონალური მოძრაობის" ექვსმა დეპუტატმა აჭარის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტაზე ოფიციალური განცხადებით მიმართა - Palitra News

"ნაციონალური მოძრაობის" ექვსმა დეპუტატმა აჭარის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტაზე ოფიციალური განცხადებით მიმართა

2020-12-21 15:14:13+04:00

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩეული შვიდი დეპუტატიდან ექვსმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დღეს ოფიციალური განცხადებით მიმართა.

პარტიული სიიდან უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება დეპუტატმა ირაკლი ჩავლეიშვილმა მიიღო.

ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ვადამდელი არჩევნებისთვის ბრძოლას უმაღლესი საბჭოს მიღმა გააგრძელებენ.