ყოფილი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ეკონომიკის მინისტრსა და მთავრობის სხვა წევრებს მიმართავს, ონისა და ნამოხვანის ჰესის კასკადურ მშენებლობაზე მორატორიუმი გამოცხადდეს.
როგორც ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, როგორც ყოფილ დეპუტატს აქვს უფლება დაესწროს ნებისმიერ სხდომას, შესაბამისად, დღევანდელ საკომიტეტო სხდომაზე მივიდა იმისათვის, რომ ამ საკითხთან მიმართებით მთავრობის წევრობის კანდიდატებს ესაუბროს.
მისი ინფორმაციით, 60 დღეა ადამიანები კარვებში იყინებიან იმისთვის რომ შეაჩერონ მშენებლობა, რომლის ნებართვა არ არსებობს.