ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპისრეგიონულ დირექტორთან ჰანს კლუგესთან ერთად კლინიკური სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ” დაათვალიერა. როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კლუგეს ჯერჯერობით რეკომენდაციები არ გაუცია და მხოლოდ შეკითხვები დასვა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესთან დაკავშირებით.