საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 2 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - Palitra News

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 2 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

2020-12-18 10:55:39+04:00

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2635 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 204 003 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა 2244 ადამიანი, შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 171 526-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა და ჯამში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2002 გახდა.