პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის წერილები გაასაჯარობა, რომლითაც გარდაცვლილი საკუთარ თავს და ნ.გ-ს მომავალში უგზავნიდა - Palitra News

პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის წერილები გაასაჯარობა, რომლითაც გარდაცვლილი საკუთარ თავს და ნ.გ-ს მომავალში უგზავნიდა

2020-12-17 14:22:04+04:00

პროკურატურა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიებას წყვეტს. როგორც თბილისის პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამასთან, პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის წერილებს ასაჯაროვებს, რომლითაც გარდაცვლილი საკუთარ თავს და ნ.გ-ს მომავალში უგზავნიდა

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის აგვისტოს თვეში, თამარ ბაჩალიაშვილი იწყებს მუშაობას შპს "ზეგში", სადაც მუშაობს 2020 წლის ივლისის თვემდე. ამ პერიოდში, თამარ მაჩალიაშვილს უჩნდება გრძნობები მისი უფროსის ნ.გ.-ს მიმართ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თამარ ბაჩალიშვილი momavali.me-ს მეშვეობით, რომლითაც მომხმარებელს შეუძლია საკუთარ თავს, ან სხვა პირს ელექტრონულ ფოსტაზე წერილი მისწეროს მომავალში, რასაც ადრესატი მომხმარებლის მიერ მითითებულ დროს მიიღებს, ნ.გ-ს სხვადასხვა შინაარსის სასიყვარულო შეწყობინებებს უგზავნიდა.

აღნიშნულ შეწყობინებებში თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს მის სიყვარულზე, ტანჯვაზე, იმაზე, თუ როგორ ფიქრობს თვითმკვლელობაზე. შეტყობინებები დათარიღებულია - 2030, 2038, 2035, 2032, 2033, 2039, 2040, 2046 წლით და ადრესატს უნდა მიეღო ზემოაღნიშნულ თარიღებში.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

"პალიტრანიუსი" უცვლელად გთავაზობთ პროკურატურს მიერ გასაჯაროვებულ წერილებს.