ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 981 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 201 368 შეადგინა. გამოჯანმრთელდა 2 001 ადამიანი, შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 169 282-მდე გაიზარდა.ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 31 ადამიანი გარდაიცვალა და ჯამში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 953 გახდა.