ქუთაისში კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმი ემსხვერპლა - Palitra News

ქუთაისში კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმი ემსხვერპლა

2020-12-16 13:18:35+04:00

ქუთაისში კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმი ემსხვერპლა. გენადი ესაკია ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უროლოგად მუშაობდა. ის კორონავირუსით რამდენიმე ხნის წინ დაინფიცირდა. მისი მდგომარეობა დამძიმდა და გვიან ღამით გარდაიცვალა.

ექიმების ინფორმაციით, მას თანმდევი დაავადება ჰქონდა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა.