აჭარის უმაღლეს საბჭოსთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია რამდენიმე პირი - Palitra News

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია რამდენიმე პირი

2020-12-15 14:59:31+04:00

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციაზე რამდენიმე დააკავეს. მათ აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობაზე სტიკერი „მონობა ტეხავს" გააკრეს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები მივიდნენ და განმარტებებს ითხოვენ. პარალელურად აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს