სტიქიის გამო ავსტრალიის ხელისუფლებამ ახალი სამხრეთ უელსის შტატის რამდენიმე ქალაქში მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა - Palitra News

სტიქიის გამო ავსტრალიის ხელისუფლებამ ახალი სამხრეთ უელსის შტატის რამდენიმე ქალაქში მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა

2020-12-15 12:15:15+04:00

ქარიშხლის გაძლიერების გამო ავსტრალიის ხელისუფლებამ ახალი სამხრეთ უელსის შტატის რამდენიმე ქალაქში მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა.

BBC-ის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა და წვიმამ განსაკუთრებული პრობლემები ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროსთან მცხოვრებ მოსახლეობას შეუქმნა.

ხელისუფლება ადგილობრივებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, ძლიერი წვიმების გამო არაერთ რეგიონში წყალდიდობაა მოსალოდნელი.

სტიქიურმა უბედურებამ ავსტრალიაში საავტომობილო გზები და ათობით სახლი დააზიანა.