რამდენიმე ოპოზიციური პარტიის საარჩევნო სიები ოფიციალურად გაუქმდა - Palitra News

რამდენიმე ოპოზიციური პარტიის საარჩევნო სიები ოფიციალურად გაუქმდა

2020-12-15 10:47:12+04:00

ოპოზიციური პარტიების საარჩევნო სიები ოფიციალურად გაუქმდა. პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ განკარგულება ცესკო-ს თავმჯდომარემ პარტიების თავმჯდომარეთა მიმართვის საფუძველზე გამოსცა.

ცესკოს აღნიშნული მოთხოვნით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ძალა ერთობაშიამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ მიმართა.