მოქალაქეთა ნაწილს სასმელი წყლის გადასახადი უკან დაუბრუნდება - Palitra News

მოქალაქეთა ნაწილს სასმელი წყლის გადასახადი უკან დაუბრუნდება

2020-12-14 08:14:31+04:00

ნოემბერში ელექტროენერგიის სუბსიდირებით მოსარგებლე მოქალაქეებს გადახდილი სასმელი წყლის გადასახადი უკან დაუბრუნდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს. „სემეკის“ განცხადებით, მოქალაქეებისთვის უკან დაბრუნებული თანხა მათ კომუნალურ დეპოზიტებზე აისახება.

სემეკ-ის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში კომისიას არაერთმა მოქალაქემ მომართა, რომლებმაც ნოემბერში ელექტროენერგიის სუბსიდირებით ისარგებლეს, თუმცა, ვერ ისარგებლეს სასმელი წლის სუბსიდიით.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში სასმელი წყლისა და დასუფთავების გადასახადისგან გათავისუფლდებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც მოხმარებული აქვთ 200 კილოვატ/საათის ჩათვლით ელექტროენერგია. ასევე სუბსიდიით ისარგებლებენ ის ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ბუნებრივ აირს 200 კუბური მეტრის ჩათვლით.