საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ შეფასებას აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, 2020 წლის განმავლობაში პრობლემურ თემებს შორის იყო საქართველოს პარლამენტის მიერ საკარანტინო ღონისძიებების განსაზღვრის უფლებამოსილების საქართველოს მთავრობაზე დელეგირება, მთელი რიგი მოწყვლადი ჯგუფების მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიღმა დატოვება, გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში ადამიანის უფლებების გაუთვალისწინებლობა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიერ თანამდებობის გაუმჭვირვალე და დაუბალანსებელი პროცედურებით დაკავება, სისხლის სამართლის პროცესების საჯაროობის კუთხით არსებული პრობლემები და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დარღვევებით ჩატარება.
ამასთან, საიას შეფასებით, დადებითად უნდა შეფასდეს საქართველოს შრომის კოდექსში შესული ცვლილებები, რომლითაც გარკვეულწილად გაუმჯობესდა დასაქმებულთა შრომითი უფლებები.