თავდაცვის ძალებში სპორტული დარბაზები უახლესი სპორტული ინვენტარით აღიჭურვა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურის განახლება ახალი სპორტული დარბაზების აშენებასა და უახლესი სპორტული ინვენტარით აღჭურვას ითვალისწინებს.
უკვე დასრულებულია ინფრასტრუქტურის აღჭურვა სპორტული ინვენტარით, რომელიც ევროპულ სტანდარტებისაა. დარბაზში განთავსდა სარბენი ბილიკები, ველოტრენაჟორები, თხილამურები, პრესის სავარჯიშო დანადგარი, ჰანტელები, შტანგები და კომპლექსური სავარჯიშო ტრენაჟორები. აღნიშნული დარბაზი 800-მდე ადამიანზეა გათვლილი, რომელიც I ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი და მე-14 ჯავშანსატანკო ბატალიონების სამხედროებს მოემსახურება.