სააკაშვილი არ აკმაყოფილებს 2 კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს - დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლითაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს - ირაკლი კობახიძე - Palitra News

სააკაშვილი არ აკმაყოფილებს 2 კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს - დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლითაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს - ირაკლი კობახიძე

2020-12-09 15:44:00+04:00

მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს - ახალი მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინელმა მეგობრებმა ვერ უზრუნველყვეს მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის პრევენცია, თუმცა, როგორც კობახიძე აღნიშნავს, ამისთვის ახალი მოწვევის პარლამენტში ცვლილება დაინიცირდება, რომელიც „მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული დემოკრატიის შეუფერხებელ განვითარებაში“.