ყულევში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში, ნავთობტერმინალის და სატვირთო გადაზიდვებისთვის განკუთვნილი სარკინიგზო მაგისტრალის მიმდებარედ ცეცხლი ეკალ-ბარდს და შერეული ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.
ადგილზე 9 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა - 60 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით მუშაობდა. პროცესში, ასევე, ჩაერთო რკინიგზის სახანძრო-სარკინიგზო შემადგენლობა. ხანძრის ქრობის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.