თურქეთიდან ჩინეთში მიმავალი პირველი საექსპორტო მატარებელი საქართველოშია - Palitra News

თურქეთიდან ჩინეთში მიმავალი პირველი საექსპორტო მატარებელი საქართველოშია

2020-12-09 08:58:19+04:00

თურქეთიდან ჩინეთში მიმავალი პირველი საექსპორტო მატარებელი, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას გადის, ახალქალაქში გაჩერდა. მატარებელი საქართველოდან აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გავლით ჩინეთში, ქსიანის პროვინციაში ჩავა.

სატვირთო მატარებელმა თითქმის 8 700 კილომეტრი 12 დღეში უნდა გაიაროს. შემადგენლობა თურქეთში წარმოებული საყოფაცხოვრებო ტექნიკით არის დატვირთული.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ჩინეთ-ევროპას შორის უმოკლესი გზაა, რაც ტვირთს აიაფებს და ამ დერეფანში საქართველოს კონკურენტუნარიანობას ზრდის.