„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით ის პრობლემას ვერ ხედავს მოცემულობაში რომ ბიძინა ივანიშვილის შვილებს რუსეთის მოქალაქეობა აქვთ.
„წლების განმავლობაში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გყავდათ რუსი, ხმა არ ამოგიღიათ და უტა ივანიშვილს რუსული პასპორტი აქვს, ეს არის ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა? - ასე უპასუხა კალაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას იმასთან დაკავშირებით, აჩენს თუ არა კითხვას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების მიერ რუსული პარტის ქონა და რატომ არ თმობენ ბერა და უტა ივანიშვილები რუსეთის მოქალაქეობას