ვთხოვ ჩვენს საეკლესიო წინამძღვრებს, ისევე როგორც მრევლს, რომ დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ვიძლევით. სასურველია, წირვის დროს მეტი ადამიანი იყოს გარეთ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა რეკომენდაცია ექნება მას ეკლესიის მიმართ საეკლესიო პირების ინფიცირების შემთხვევების ფონზე.
როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, ეკლესიაშიც, ისევე როგორც ყველგან, აუცილებელია, რომ ადამიანები იყვნენ პირბადით და დაიცვან დისტანცია.