Spotify-მ წლის ყველაზე პოპულარული სიმღერები დაასახელა - Palitra News

Spotify-მ წლის ყველაზე პოპულარული სიმღერები დაასახელა

2020-12-04 14:05:21+04:00

მუსიკალურმა სტრიმინგ-სერვისმა Spotify 2020 წლის ყველაზე პოპულარული სიმღერები, ალბომები და შემსრულებლები დაასახელა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ყველაზე ხშირად წელს მელომანები პლატფორმაზე The Weeknd-ის კომპოზიციას Blinding Lights უსმენდნენ. მეორე ადგილზე Tones and I-ს ჰიტი Dance Monkey აღმოჩნდა, მესამეზე კი Roddy Ricch-ის სიმღერა The Box.