თუ უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის 2021 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხა საკმარისი არ იქნება, მერია ამ თანხას გაზრდის - Palitra News

თუ უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის 2021 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხა საკმარისი არ იქნება, მერია ამ თანხას გაზრდის

2020-12-03 15:08:11+04:00

იმ შემთხვევაში, თუ უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის 2021 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხა საკმარისი არ იქნება, თბილისის მერია ამ თანხას გაზრდის. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის საკრებულოს დედაქალაქის გაზრდილი ბიუჯეტის პროექტი წარედგინება.