მესმის, რომ 300 ლარი არ არის საკმარისი და 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ესაა, რისი გაღებაც შეგვიძლია - ნათია თურნავა - Palitra News

მესმის, რომ 300 ლარი არ არის საკმარისი და 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ესაა, რისი გაღებაც შეგვიძლია - ნათია თურნავა

2020-12-03 13:27:50+04:00

მესმის, 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ესაა, რისი გაღებაც შეგვიძლია, იმიტომ, რომ უზარმაზარი ბიუჯეტი იხარჯება ანტიპანდემიური მიმართულებით,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, შეზღუდვა დროებითია და თვითდასაქმებული ადამიანები შეზღუდვის შემდეგ მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ.