კობა დავითაშვილი გარდაიცვალა - Palitra News

კობა დავითაშვილი გარდაიცვალა

2020-12-02 14:32:12+04:00

პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი გარდაიცვალა. როგორც „პალიტრანიუსს“ ალადაშვილის კლინიკაში განუცხადეს, დავითაშვილი დღეს დილით დაიღუპა.

„მიზეზი პოლიორგანული უკმარისობა გახდა“, - განაცხადეს კლინიკაში.

შეგახსენებთ, რომ კობა დავითაშვილს 2017 წელს ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინეს. ის დაახლოებით 2 კვირის წინ ალადაშვილის კლინიკაში მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს, სადაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა.