„ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა სადეპუტატო მანდატები მოიპოვა - ირაკლი კობახიძე - Palitra News

„ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა სადეპუტატო მანდატები მოიპოვა - ირაკლი კობახიძე

2020-11-21 20:15:02+04:00

როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები, - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად ოპოზიციის საბოტაჟისა, საარჩევნო უბნებზე ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე გამოცხადდა.