აშშ-ის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა პირმა 8 ადამიანი დაჭრა - Palitra News

აშშ-ის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა პირმა 8 ადამიანი დაჭრა

2020-11-21 11:16:34+04:00

აშშ-ის უისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში მდებარე სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა პირმა სროლა ატეხა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დაჭრილებს შორის ერთი მოზარდია. ადგილობრივი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილმა, რომელიც, თვითმხილველების აღწერით თეთრკანიანი ახალგაზრდა მამაკაცია, გაქცევა შეძლო.

ინციდენტის ადგილზე 80-მდე სამართალდამცავი იყო მობილიზებული.