დღეიდან ვაკის რაიონში, ზონალურ-საათობრივი პარკირების სიტემა ამოქმედდება. ზონალური პარკირებისთვის აღნიშნულ რაიონში 1 629 ადგილია განსაზღვრული. მსუბუქი ავტომობილების პარკირებისთვის 1 577 ადგილია გამოყოფილი, შშმ პირთათვის 47 ადგილი, ხოლო ელექტრომობილების დამუხტვისთვის ხუთი ადგილია განსაზღვრული.
ზონალურ-საათობრივი პარკირების სივრციდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებ მოქალაქეებს, ან იმ პირებს, რომლებსაც ამ ტერიტორიაზე უძრავი ქონება გააჩნიათ, უფლება აქვთ, მათ მიერ გათვალისწინებულ ორ სატრანსპორტო საშუალებაზე უფასო პარკირებით ისარგებლონ.
ამასთანავე, ზონალური პარკირებით სარგებლობა უფასოდ, შშმ პირებს და ელექტრომობილების მფლობელებს შეუძლიათ. ნებისმიერი პირისთვის 24 საათის განმავლობაში, პარკირების პირველი 15 წუთი უფასოა.