აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით - მაიკ პომპეო - Palitra News

აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით - მაიკ პომპეო

2020-11-18 09:04:26+04:00

საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ტვიტერში წერს აშშ-ს სახელმიწფო მდივანი მაიკ პომპეო. პომპეო აღნიშნავს, რომ აშშ-სა და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე ურთიერთობა, რომელიც ემყარება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ერთგულებას.

"აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით. აშშ-სა და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე ურთიერთობა, რომელიც ემყარება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს ერთგულებას. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში“, - წერს მაიკ პომპეო Twitter-ზე.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მაიკ პომპეო ოფიციალურ შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავს.

საქართველოს შემდეგ მაიკ პომპეო ისრაელს ეწვევა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ჩამოსვლამდე თურქეთში იმყოფებოდა.