ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ ფედერაციის შენობასთან გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკა მელია იყო - Palitra News

ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ ფედერაციის შენობასთან გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკა მელია იყო

2020-11-13 15:59:23+04:00

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანის, დავით მუჯირის განცხადებით, ფედერაციასთან გამართული აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას და საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველის, კახაბერ ალადაშვილის მიერ იყო ორგანიზებული. მისივე თქმით, ფეხბურთიის ფედერაცის წარმომადგენლები ქართველ გულშემატკივარს არ დაპირისპირებიან და დაუპირისპირდნენ მათ, ვინც "პროვოკატორები არიან და არასახელმწიფოებრივად მოქმედებენ".