დესტრუქციულ ნაბიჯებს ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნება - გიორგი გახარია - Palitra News

დესტრუქციულ ნაბიჯებს ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნება - გიორგი გახარია

2020-11-12 10:27:04+04:00

კარგად მესმის, გარკვეული დესტრუქციული ნაბიჯები და ქმედებები გაგრძელდება, თუმცა, ყველანი კარგად უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ მსგავს დესტრუქციულ ნაბიჯებს ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნება და ვერ ექნება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობის დავალებაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად იპოვონ გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან.