ლევან დავითაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა - Palitra News

ლევან დავითაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა

2020-11-12 10:07:45+04:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს.

"მინისტრი თავს კარგად გრძნობს, სახლში იმყოფება და მუშაობას დისტანციურად აგრძელებს. იდენტიფიცირებულია მინისტრის ყველა კონტაქტი; შემხებლობაში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადავიდნენ", - განუცხადეს სააგენტოს უწყებაში.