აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 13-23 ნოემბერს გაემგზავრება საფრანგეთში, თურქეთში, საქართველოში, ისრაელში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ყატარსა და საუდის არაბეთში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, თბილისში მაიკ პომპეო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რათა გამოხატოს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდოს დემოკრატიულ რეფორმებში შემდგომი პროგრესისკენ.
სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა.