მოგებულია როგორც რუსეთი, ასევე აზერბაიჯანი და თურქეთი, ხოლო დამარცხებულია სომხეთი და ფაშინიანი, რომელსაც მძიმე დღეები ელოდება - ზურაბ ბატიაშვილი - Palitra News

მოგებულია როგორც რუსეთი, ასევე აზერბაიჯანი და თურქეთი, ხოლო დამარცხებულია სომხეთი და ფაშინიანი, რომელსაც მძიმე დღეები ელოდება - ზურაბ ბატიაშვილი

2020-11-10 13:48:55+04:00

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მიღებული ხელშეკრულება, აზერბაიჯანისთვის ცალსახად ძალიან დიდი წარმატებაა, თუმცა ყველაზე დიდი გამარჯვებული არის რუსეთი და გამოჩნდა რა იყო რეალურად რუსეთის სიჩუმის მიზეზი მთელი კონფლიქტის განმავლობაში, - ამის შესახებ ექსპერტმა ზურაბ ბატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ხელშეკრულებით დამარცხებული არის სომხეთი და ფაშინიანი, რომელსაც ძალიან მძიმე დღეები ელის.