ირმა ნადირაშვილის განცხადებით, პოლიციელებმა, რომლებმაც ახალგაზრდები სცემეს, პასუხი უნდა აგონ - Palitra News

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, პოლიციელებმა, რომლებმაც ახალგაზრდები სცემეს, პასუხი უნდა აგონ

2020-11-10 13:00:11+04:00

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით პოლიციელებმა, რომლებმაც ახალგაზრდები სცემეს პასუხი უნდა აგონ. მისი თქმით პოლიციელების ქმედება აჩვენებს რომ სამართალდამცველი ინსტიტუტი მოწოდებულია არა მოქალაქეების დაცვისკენ და ქვეყანაში წესრიგის დამყარებისკენ, არამედ მისი მოტივაცია ბიძინა ივანიშვილის სიმშვიდის დაცვა.

ნადირაშვილმა ასევე ისაუბრა კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე, რომელიც რიგ ქალაქებში 22:00 საათის შემდეგ ქვეითთა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების აკრძალვას გულისხმობს. როგორც ნადირაშვილმა განაცხადა, „ასეთი ტიპის „კომენდანტის საათი" ვერ აღიქმება სერიოზულად".