გამყრელიძე - დიდი თავშეყრები და უმართავი, დაუცველი პროცესები ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას და ამას ერთი კვირის შემდეგ დავინახავთ - Palitra News

გამყრელიძე - დიდი თავშეყრები და უმართავი, დაუცველი პროცესები ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას და ამას ერთი კვირის შემდეგ დავინახავთ

2020-11-09 18:10:44+04:00

ამირან გამყრელიძე საზოგადოებას აფრთხილებს, რომ დიდი თავშეყრები და უმართავი, დაუცველი პროცესები ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას და ამას ჩვენ ერთი კვირის შემდეგ დავინახავთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც 8 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი უპირველესი უფლებაა, თუმცა დაცული უნდა იყოს ბალანსი.