ივანიშვილო, საქართველო არის ეს, საქართველო არ ხარ შენ, შენ ხარ უზურპატორი და უზურპატორი წავა და თუ არ წახვალ, გაგიშვებთ! უკან დასახევი გზები ჩახერგილია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა.
როგორც მელიამ აღნიშნა, ოპოზიცია ქართველ ხალხს საკუთარ სამოქმედო გეგმას ივანიშვილისთვის მიცემული დროის ამოწურვის შემდეგ გააცნობს. ამასთან, მელიამ განაცხადა, რომ ივანიშვილის ფარსად ქცეულ არჩევნებს ქართველი ხალხი უარს ეუბნება.