სულ რომ გერმანული საავადმყოფოები გადმოვიტანოთ საქართველოში თავისი ექიმებით, ვერ გაუძლებს თუ ჩვენ ყველა ერთად გავხდებით ავად და ეს მოხდება თუ არ დავიცავთ წესებს - პაატა იმნაძე - Palitra News

სულ რომ გერმანული საავადმყოფოები გადმოვიტანოთ საქართველოში თავისი ექიმებით, ვერ გაუძლებს თუ ჩვენ ყველა ერთად გავხდებით ავად და ეს მოხდება თუ არ დავიცავთ წესებს - პაატა იმნაძე

2020-11-05 15:33:17+04:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ვერც ერთი სისტემა, ვერც ერთი ექიმი, ვერცერთი საავადმყოფო ვერ გაუძლებს, თუ ყველა ავად გახდება.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ „ინტერპრესნიუსის" კითხვის პასუხად განაცხადა, თუ მოქალაქეები ელემენტარულ წესებს არ დაიცავენ, ვერცერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს.