"ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის სერგი კაპანაძის განცხადებით ის თამამად ეუბნება ამომრჩეველს, რომ გაყალბების და ზეწოლის ის მასშტაბი რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირდა საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა. მისივე თქმით, არჩევნების მაჟორიტარულ ნაწილში ყოველი მეორე ოქმი ხარვეზიანია.
რაც შეეხებაპროპორციულ ნაწილს, როგორც კაპანაძე აღნიშნავს, ყოველ მეორე უბანზე არის დისბალანსი და შედეგები, რომელიც ცენტრალურმა საარცევნო კომისიამ გამოაქვეყნა, არ ასახავს ქათველი ხალხის რეალურ ნებას. მისი თქმით ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილება მართებულია.