უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვაზე საუბარი არ ყოფილა - Palitra News

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვაზე საუბარი არ ყოფილა

2020-11-03 16:11:07+04:00

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მთავრობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვაზე საუბარი არ ყოფილა.

როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ დროისთვის „ლოქდაუნზე“ საუბარი არაა. მინისტრი ამბობს, რომ ინფექციის გავრცელების დღევანდელი კოეფიციენტი 1.38-ია და ამ მაჩვენებლის პირობებში საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვების საჭიროება არ დგას.